შინაარსზე გადასვლა

დახმარება:შესვლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალი ანგარიშის გახსნა
ვიკიპედია. სისტემაში შესვლა

ვიკიპედიის გვერდების გადახედვისათვის და აგრეთვე მათი რედაქტირებისათვის არ არის აუცილებელი სისტემაში რეგისტრაციის გავლა. თუმცა რეგისტრაცია საშუალებას გვაძლევს მივიღოთ დამატებითი შესაძლებლობები, ამდენად რეკომენდებულ­ია დარეგისტრირება. თუკი განხორციელებული ცვლილებებისას არ გვინდა, რომ ჩანდეს IP-მისამართი, საჭიროა ჯერ რეგისტრაციის გავლა, ხოლო შემდეგ სისტემაში შესვლა.

რეგისტრაცია

მომხმარებლის ანგარიშის შექმნა ნიშნავს, რომ თქვენ წარადგენთ მომხმარებლის სახელსა (თქვენი ნამდვილი სახელი ან ფსევდონიმი) და პაროლს. სისტემა უკუაგდებს ისეთი მომხმარებლის სახელს რომელიც უკვე გამოყენებულია. მომხმარებლის ანგარიში იქმნება მხოლოდ ერთხელ. ამის შემდეგ თქვენ უკვე „დარეგისტრირებული“ ხართ. არ არის რეკომენდებულ­ი პაროლის გაზიარება სხვა ადამიანებისათვის; ამას შესაძლოა მოჰყვეს თქვენი ანგარიშის არასწორი გამოყენება და ამასთანავე შესაძლო ანგარიშის დაბლოკვა. ვიკიპედიაში განხორციელებული ცვლილებები, რომელსაც ახორციელებთ იწერება თქვენ სახელზე, თუ არ ხართ დარეგისტრირებული, მაშინ თქვენი ცვლილებები იწერება IP-მისამართზე.

ანგარიშის არქონის შემთხვევაში თქვენ მაინც შეგიძლიათ წაიკითხოთ ენციკლოპედიის ნებისმიერი გვერდი. ენციკლოპედიის რედაქტირებისათვის არ არის აუცილებელი რეგისტრაციის გავლა — ნებისმიერს შეუძლია რედაქტირების განხორციელება, თუმცა არსებობს გამონაკლისები. რეგისტრაცია და პარამეტრების დაყენება ხორციელდება ვიკიპედიის ყველა განყოფილებაზე ცალ-ცალკე. იმისათვის, რომ შეცვალოთ ანგარიშის პარამეტრები უნდა შეხვიდეთ განყოფილებაში „კონფიგურაცია“ (ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილების შემთხვევაში). საკუთარი ანგარიშიდან გამოსვლა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. ამისათვის საჭიროა დააკლიკოთ „გამოსვლა“-ს (ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილების შემთხვევაში).

იხილეთ აგრეთვე